kids.ge logo

ცივი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს აკლია სითბო,
ბავშვები ფანჯრებთან დგანან,
წვიმის გადაღებას ითხოვს,
ლეკვი რომ წკმუტუნებს კართან.
ვერ გაშალა კვირტი,
ყინვა არ აძლევს ნებას,
მზეო სადა ხარ, მიკვირს,
ყინული ვეღარ დნება.
აპრილი ქარებს მიაქვთ,
წვიმები თქეშად მოდის
და ვეღარ ვუძლებ უკვე,
თბილი დღების ლოდინს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...შემოდგომაფოთოლცვენას უყურებს ელენიკო ეზოდან, სულ ძირს ყრიან ხეები რაც ზაფხულში ემოსათ. უღაჟღაჟებს ლოყები, გეგონება...გიოს უნდა რაინდობაერთი, ორი, სამი... მომაწოდეთ სკამი. მომახურეთ გრძელი, ჭრელი მოსასხამი. ოთხი, ხუთი, ექვსი, მათქმევინეთ ლექ...მერცხალიგაიხარა მერცხალმა, თბილ ქვეყნებში მიფრინავს, თოვლისნი ქედები თითქმის გადაიფრინა... და როცა მოეყიანა მაკრა...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026