kids.ge logo

ბაღის მეგობრები

ფავორიტებში დამატება

ჩვენ ვართ ბაღის მეგობრები,
ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ,
ვინმემ თუკი მოწყინა,
რას ვაკეთებთ? - გავართობთ!
-მე ვათხოვებ სათამაშოს!
-მე გავუყოფ კანფეტებს!
-მე ვაკოცებ! ბებომ თქვა, რომ
კოცნა გულსაც ამთელებს.
-მე კი ვკითხავ, ვინმემ ხომ არ
წყენინა ამ დილით?
იქნებ ტკივა მუცელი
და ვერ შეჭამა სადილი?
მეგობრების გვერდით ყოფნა,
ვიცით, ყველას ჭირდება,
ერთად როცა ვართ, არავის
ღარ გაგვიჭირდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026