kids.ge logo

ბაღის მეგობრები

ფავორიტებში დამატება

ჩვენ ვართ ბაღის მეგობრები,
ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ,
ვინმემ თუკი მოწყინა,
რას ვაკეთებთ? - გავართობთ!
-მე ვათხოვებ სათამაშოს!
-მე გავუყოფ კანფეტებს!
-მე ვაკოცებ! ბებომ თქვა, რომ
კოცნა გულსაც ამთელებს.
-მე კი ვკითხავ, ვინმემ ხომ არ
წყენინა ამ დილით?
იქნებ ტკივა მუცელი
და ვერ შეჭამა სადილი?
მეგობრების გვერდით ყოფნა,
ვიცით, ყველას ჭირდება,
ერთად როცა ვართ, არავის
ღარ გაგვიჭირდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026