kids.ge logo

მარად შენ მიმაჩნდე

ფავორიტებში დამატება
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.
ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,
თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.

როს ვარდი მიშალე და მანდარია,
ოხვრიდი, სწვამდი ბულბულს, და მან დარია;
მკლამს ჩემი სალბუნი და მუნ დარია,
ნუ მწყლავ, ნუ განმაგდებ სხვისა მარებით!

მე იგი ვარ ოდეს იმ არეს-არა,
არ ჰჭირს რიდი, ამ არეს არა,
[..............]
მე სხმად მიცნა, სხვისად ვით ამარებით.

ტან ალვადო, რხევით დარედა,
ვინ გული უწყალოდ დარედა,
შეწირვიდი მკვდარს ბესიკს დარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლებ მითა მარები[თ].

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...ასპინძის ომზედასპინძის მიწა გიწამებს, - ურგებ არს ჩემგან თქმულები! რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა, დარაზმულები; მუნ...უწყლავსა ჭირსაუწყლავსა ჭირსა მალვასა, სევდისა ოხვრის კრძალვასა სურვილი შესჭრის, ღონებსა შეხედმა ტანად ალვასა! ვემონე ტუ...პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026