kids.ge logo

ვინც ამ გოგოს გააცინებს

ფავორიტებში დამატება
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება მისია,
ვინც ამ გოგოს გაცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაგებს, ვინც დაჭერს,
ვინც აკოცებს მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...საახალწლო კარნავალზეტანში ჟრუანტელი მივლის, ახალი წლის დილა დგება, ფიფქი - თოვლის შვილობილი ხელზე მტრედად მაფრინდება. მელაკუდ...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...ხე დარგეთბილისელი ხარ, შენს თბილისს მზის სხივად გადაექარგე,- ქორწინების წინ ხე დარგე, შვილი გეყოლა, ხე დარგე! ხე ...ზოოპარკიარ შორდება არწივს სევდა, დათვი ტყის დარდს გულში იხვევს, ენატრებათ მაჩვებს მზე და ესიზმრებათ მთები ჯიხვებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026