kids.ge logo

კატუნა და თაგუნა

ფავორიტებში დამატება

ფისუნია კატუნას
თაგვის ჭერა არ უნდა,
ურჩევნია ამ ზარმაცს
ორცხობილა კნატუნა.
ერთხელ. თურმე მზის გულზე
წამოგორდა კატუნა
და მის ცხვირწინ თაგუნამ
თხილი ჩააკნატუნა.
გაეღვიძა კატუნას,
ფეხი დაბაკუნა
და უტიფარ თაგუნას
თავში წათაქუნა.
მის შემდეგ თაგუნა
ჭერში გადამალულა,
თხილს და კაკალს მსუნაგი
შეექცევა მალულად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს დალოცვაჩემო პაწაწინავ, ჩემო ჩიტუნიავ, გულში ჩამიკარი პატარა ხელებით, თვალებში მზისფერი შუქი ჩაგდგომია, მზესავით ...ვეხმარები დედიკოსჩემს პატარა ძამიკოს მოვლა უნდა ძალიან, რაც ის გაჩნდა დედიკოს უკვე აღარ სცალია. მე ხომ დიდი გოგო ვარ, უნდა...ფუტკარიპაწაწინა ფუტკარი ვარ, მიყვარს შრომა, გარჯა, ღიღინ-ღიღინ თაფლს ვამზადებ, არ მეტყობა დაღლა. მე ბეჯითი ფუტკა...მამალიყოყლოჩინა მამალო, გინდა ლექსი გასწავლო? რომ უმღერდე არიებს დილაობით ვარიებს? იცი? შენი ბგერები ცოტა დასახ...გვირილები კეკლუცობენგვირილები კეკლუცობენ, არ ადარდებთ ჭორები, ყაყაჩოს კი სირცხვილისგან გაუწითლდა ლოყები. მინდვრის ყვავილს ეპრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026