kids.ge logo

გაზაფხულის სიმღერა

ფავორიტებში დამატება

გადაპენტილი ვარდისფრად,
ეს-გაზაფხული მოვიდა,
ნიავმა ჩამოიქროლა,
ატმებს კვირტები მოსწყვიტა.
ცა- ლაჟვარდია, სამოდ
გალობენ შავი შაშვები,
წამო, დავკრიფოთ იბი
და ნორჩი ყოჩივარდები.
გულს გადაიშლის სოსანი,
თეთრად ირთვება ენძელა,
მგოსანი არის ბულბული,
ვარდს სიყვარული ეძნელა.
ხან ავდარია, ხან დარი,
ზოგჯერ ჰქრის ცივი ქარები,
არ ეპუბა სიცივეს
ა და ყოჩივარდები.
ცა- ლაჟვარდია, სამოდ,
ტკბილად გალობენ შაშვები,
წამო, დავკრიფოთ იბი
და ნორჩი ყოჩივარდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკერავიგუშინ კაბა დაეხა ჩემს საყვარელ თოჯინას, საღამოს კი გაფუჭდა ჩემი ძველი ჭოჭინა, დედას რომ არ გაეგო ეს ახალი...ახალი წლის ღამეახალი წლის ღამე ახლოვდება, ნეტავ გადათეთრდეს მთა და მდელო, მენატრება , ო, რარიგად მენატრება თქვენი მოფერე...ბებოს დალოცვაჩემო პაწაწინავ, ჩემო ჩიტუნიავ, გულში ჩამიკარი პატარა ხელებით, თვალებში მზისფერი შუქი ჩაგდგომია, მზესავით ...მზესაც სცხელამოლივლივე მზის ტალღები აქეთ-იქით მარწევს, ისე ცხელა, მზეც კი ცდილობს სიგრილეში დაწვეს, ეფარება ღრუბელს ის...მთელი წელი ველოდებიმთელი წელი ველოდები თეთრწვერება თოვლის პაპას, მოვა, გახსნის თავის ხურჯინს, გაგვახარებს დიდს, პატარას. საჩ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026