kids.ge logo

საწყალი ბაბუა

ფავორიტებში დამატება

ჩემი საწყალი ბაბუ
წყინარია, კეთილი,
დღედაღამ ჩაფიქრებული,
თახში გამოკეტილი.
თხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდეთ,
დავკრიფოთ კახამბალია...
- ჩუმად, სულელო, ხომ ხედავ,
რომანს წერს, არა სცალია.
- ბაბუ, კუს ტბაზე წავიდეთ
ანდა კინოში წამოდი...
- აცალე, ბიჭო, ხომ ხედავ,
ხვალ მოხსენებით გამოდის.
- ჩუმად, ლექსებს წერს ბაბუა,
ჩამჩურჩულებენ ყველანი.
ჩემთვის როდისღა მოიცლის,
ღმერთო, დაუშრე მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026