kids.ge logo

თხა

ფავორიტებში დამატება
ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა
თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა.
ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა,
ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შენავარდა.
მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად:
მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად.
გამაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრილა,
კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრილა.
ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა!
მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დანარჩუნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026