kids.ge logo

ელეგია

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზინი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყელო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული .
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი - როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიმე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდაუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა; მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს ...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...ბრმა ცალი თვალითმან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ და ამნაირად გახდა ცბიერი, მეორე თვალში არის განგება: მეტი სიმკაცრე და სიძლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026