kids.ge logo

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

ფავორიტებში დამატება
ხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიმეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტილობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალუწვდენელი, დაუსაბამოთვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავს...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026