kids.ge logo

გოდება

ფავორიტებში დამატება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხელი, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყელიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

მაგრამ მონადაც, გულგრილსა,
ღარ უნდებვარ... აღარა!
ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი
თვალში საჩხირო ჭაღარა!

თანაგრძნობოდ ვიდაგვი,
ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი!
ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი!
რაღა დროს ჩემი ეს არი?!

გამწირა!... იმან გამწირა,
ვისაც შევსწირე ყოველი!
სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად,
სიკვდილს სიცოცხლედ მოველი!

ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ,
ვეღარ მარგებენ რამესა:
დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ,
ოხვრით ვათენებ ღამესა!

ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი,
ეძლევა ნეტარებასა!
დასცინის გრძნობა-გონებას
ჩემსას და აღსარებასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026