kids.ge logo

კახეთის მთვარე

ფავორიტებში დამატება
ცა ვარსკვლავების ჭიქით
გადაფარული არის,
ი, ტყების იქით
მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიდით მთაში,
ვერხვი ღელავდა კოხტა.
სულ დაგავიწყდა მაშინ,
რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი თემა...
გრძნობა პირველი დღისით,
მოგონებები ჩემი,
მოგონებები სხვისი

გრძნობა, ცხოვრება ზღვაა...
გრძნობა, იცვლება მხარე,
მთვარე კახეთში სხვაა,
სხვაა თბილისში მთვარე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხვალემ იზრუნოს ხვალისახვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ აიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა! არც ვწუხვარ,...წელიწადები წავლიან ძველნიდღეები ბრუნავს,ვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შ...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...როცა გარშემო ღამე ბნელიაროცა გარშემო ღამე ბნელია, თეთრო ყვავილო უცხო მდელოსი, გგრძნობენ, გფიქრობენ მოგელიან შენ პოეტები საქართველ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026