kids.ge logo

მგელი, ბატკანი და მურია

ფავორიტებში დამატება
ერთხელ ბატკანმა მურიას
შეჰკადრა საყვედურია:
- რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით
ვერ გვიჭამია პურია?!
გაბრაზებულმა მურიამ
ხელად იძია შურია,
მგლის ლეკვს, ფარეხში შეპარულს,
ძირში მოჭამა ყურია.
მგლის ლეკვმა დედას შესჩივლა
დაკბენილმა და უყურომ:
- მურიას მამაძაღლობას
როდემდე უნდა უყურო?!
შეშინებულმა ძუ მგელმა
ტეხა ვაი-ვიშიო,
შვილს უთხრა: - ხომ გაგაფრთხილე,
გქონდეს ძაღლების შიშიო,
ცხვრის გადამკიდე, მაგ ოხრებს,
არ უყვართ ჩვენი ჯიშიო.
სხვა გზა არ არის, შვილებო,
მგლის ჯიშმა დღეის იქეთო,
უნდა გვარი და სახელი
ძაღლებად გადავიკეთოთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრებაგაბერილი და ამაყი წყალში ყიყინებს ბაყაყი. ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო, ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო, ი...საახალწლო- ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა, თოვლის საბანს რომ იხურავ, ნაძვის ხეო, არა გცივა? - არა მც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026