kids.ge logo

დრო

ფავორიტებში დამატება
ზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის, .
როს შუქად მშობლიურ ცას შეშენები.

სარკეთა სახეებს სანთლები მოდო
და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები;
სიმღერის მხურვალე დრო არის, პოტო,
თუ ასე წარმართი გზით წარემართები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვებიმიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება დ...შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებითშემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არა...ყველას რაიმე აქვს სახსოვარიზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე ა...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...ნუგეშიარის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026