kids.ge logo

ცამეტი წლის ხარ

ფავორიტებში დამატება
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩაწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ტირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონახომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. ...ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026