kids.ge logo

დროშები ჩქარა

ფავორიტებში დამატება
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026