kids.ge logo

დროშები ჩქარა

ფავორიტებში დამატება
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნეტავ მალე მივახწევდე მიზანსშენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხ...წიწამურში რომ მოკლეს ილიაწიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი, ძველი სიმღერა და იდილია, ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი. ...ბრმა ცალი თვალითმან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ და ამნაირად გახდა ცბიერი, მეორე თვალში არის განგება: მეტი სიმკაცრე და სიძლ...სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026