kids.ge logo

დგება შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
გუგუნებს ალი მხირულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.

რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით.

სხვა მხარები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნირება.

სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,
ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.
შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,
რომ გაფანტონ მოგონებები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...რა ღრიანცელში ვიდოდა გემიდაღამდა, ნისლი გადეკრა შარას, ტყეს დეფარა ღამის ბლონდები, მაგრამ გხედავ მთების იარას და უსათუოდ მოგაგონდე...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...გეტერაღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026