kids.ge logo

ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა

ფავორიტებში დამატება
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიდონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე ისო,
სულო, ჭაობზე უნოტისო.
დუმალია ჩვენი სერობა
და ღამების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
სე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
ელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნეტავ მალე მივახწევდე მიზანსშენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხ...შავი ყორანიგზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026