kids.ge logo

იქით ნუში, აქეთ ნუში…

ფავორიტებში დამატება
ქით ნუში, აქეთ ნუში,
დახეთქილი ბროწელი,
სევ ალუჩების ბუში
და ატმების ძოწელი.

გადაუგდე ნიავს ყელი,
სიო მოჰქრის შებინდების.
მოისმინე წინანდელი
გაჟრჟოლება სიმინდების.

შორით ელავს ჩვენი თეთრი
კოშკის ძველი გალავანი,
წინაპართა ჩვენთა ხვედრი -
მათი მიწა და სავანე.

დავუბრუნდეთ... უნდობარ სულს
თითქო კარი დარაზოდეს,
შენ ნუ მკითხავ მაინც წარსულს,
არც მე გკითხავ არასოდეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებითშემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არა...ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშიადღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026