kids.ge logo

დამწველი თავის სიმშვენიერით

ფავორიტებში დამატება
დამწველი თავის სიმშვენირით,
დამშვენებული უხვი განგებით
ფეხთან პერანგი იწვა ცბირი,
როგორც ელვარე ფარშავანგები.

შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,
ცხო სახეზე შემონახატი,
წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა.

მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები
და შენი კოცნა... ო, ვერონიკა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...ფოთლებიჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი, ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა, გამოურკვეველ მწუხარებაში მზეს სული უწუხს და...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026