kids.ge logo

მგზავრის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები,
დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები.

სუნთქვა მაღლიდან მორბის,
როგორც ქარული რაში,
და ბუდები ორბის
მიჯგუფებულა მთაში.

უძველესი ციხის
ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარის რიყეს
რგოლებს აზომებს ქორი.

დგება საღამო ჟამი,
მთებს ეპარება რული,
ჩქარა დაეშვი, ღამევ,
და დამიმშვიდე გული.

ჩქარა დაეშვი, ბინდო,
ფიქრი მომეცი წმინდა,
ვისაც ვენდე და მინდო,
კვლავ მომაგონდეს, მინდა.

მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე,
გაბრწყინვებული მთები,
განათებული ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვუალისა და ვიოლეს შესახებვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც ...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...იქ პოეზიის ფრიალებს დროშაზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვ...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...ლილიან ფრთებითაჰა მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი ოცნებამ ბაგით გაგაანგარა. შემოგახვია შავი ზღვის ქარი ლილიან ქარად - ბაგეანკა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026