kids.ge logo

ქალაქი წყალქვეშ

ფავორიტებში დამატება
ღელვის დროს გემზე “ტედორ ნეტტე”
ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები,
ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე,
ერთს მათგანს მაინც ვერ მოსცილდები.

რომ დაყარა ქარმა ფაფარი
ზარმაზარი გორების ეტლებს,
პოსედონის ძველი ზღაპარი
ხეთქებოდა ფოლადის კედლებს.

ასფუთინი ჩაქუჩის ცემით
ცა ჩემზე ცდიდა ძალთა მოკრებას,
მან დაამსგავსა მგზავრობა ჩემი
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.

გადმოანგრიე შენი ზვირთები,
რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს...
ქუხე - გასწყრი! არ ავტირდები,
არც შებრალებას ვითხოვ არასდროს.

მე სხვანარად ზვირთი მოვსახე,
მზემ ჩემკენ შუქი რა მოღერა,
ბოლოს ხომ მაინც მე შემოვძახე
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.

როგორ? მე ვქმნიდი იმედებს განგებ!
და მისთვის მსურდა ვარდების ფენა,
მისთვის ვფერავდი მრავალჯერ ჩანგებს,
რომ მხოლოდ მტრისთვის დამეტკბო სმენა?

რა და არა! მრავალი სტანჯა,
მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, -
ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი,
ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი.

მოგხვდათ? იგრძენით? შევატრილე
თუ არა ნისლში მყოფი ბორბალი?
ყო თუ არა ჭექა-გრიალი,
ჩვენი დღების ცა ნაჭორფალი?

ო, შავო ზღვაო! ასწიე გემი,
შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, -
დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი,
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.

მაგრამ შორს ლურჯი გამოჩნდა მთები,
ახლა იქ მყუდრო ნავსადგურია,
წყალში შთასული არის მითები
და ძველისძველი დიოსკურია.

ზღვის ფსკერზე ახლაც მეზღვარები
ძველ კედლებისას ჰპოვებენ ხვავებს,
მოაქვთ ოქრო არება
და საგანძურით ავსებენ ნავებს

ქალაქი წყალქვეშ მძინარი მხარის!
როს შეღამდება ნაცრისფრად ასე,
მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არის
და ალმაცერად იშლება ზღვაზე -

ნაპირებიდან კავკასინის
მთებამდე მოსავს ბინდები შავი,
მაშინ მძინარე პონტიის დონეს
მე მიმაქანებს ფარული ნავი.

ზღვის ფრინველების გამკივარ ხმაში
თითქო სხვა მესმის იდუმალება,
ლუზია! ჩვენება! მასში
სულ ახლო, ახლო რომ იმალება.

თითქო ეს ხმები ეკუთვნის არა
მხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვინებს,
მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარა
და ხმა ეკუთვნის ადამინებს.

მივუყურადებ: ისევ და ისევ
განმეორდება ხმა უცნარი,
ის იდუმალი ქალაქი-სფინქსი
მეძახი უცნობ აურზარით.

ვგრძნობ, თითქო ფსკერზე ვეშვები ცურვით,
ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს,
წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვით
ნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს.

აქ დაფარულა მთელი კრებული
და სიბნელეში ელავს თვალები,
ის ძველთაძველი შთამომავალი,
ის უძველესი ფედალები...

მათი ვერა გრძნობს ფიქრი და ბაგე,
რომ მცხეთის ახლო ახალ ნათებით
ლექტრონების გაჩნდა ქალაქი
ათასეული კილოვატებით.

ყო ქალაქი, იყო საგანი -
დესმე მძლავრი და ალირი,
ახლა ცივია გზა შინაგანი
და იდუმალი სიცარილე...

“ტედორ ნეტტე” ახლა ისვენებს
და ფრინველების დასცხრნენ გუნდები.
მშვიდობით! ხსოვნით დაკარგულ ფენებს
რასოდეს აღარ დავუბრუნდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...მესაფლავემესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, ...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...ბავშვობის დღეებიგაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026