kids.ge logo

ირაკლი, მომგები ასი ომის

ფავორიტებში დამატება
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,
მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა,
დეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლი
და იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,
ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -
შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდა
და გაცებას იყო მსოფლი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

მრისხანე სტვენა იმა ხმალისა
მტერს და მუხანათს შიშის ზარს ჰგვრიდა
და ქება ქუხდა ირაკლის ხმალის
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

გამარჯვებული ბრუნდება ჯარი,
მზე ელვარებად იფრქვევა ციდან,
შენი, სამშობლოვ, შენი, ირაკლი,
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...მთვარე ჭაშიდაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში, მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩ...ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...რა ცაა!შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა! შეხედე, ამ მხარეს! - ზღვით დილა გვახარებს! შეხედე, რა ზღვაა! ო, ეს ზღვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026