kids.ge logo

სიცოცხლემ შხამი მასმია

ფავორიტებში დამატება
სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, _
ი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026