kids.ge logo

კავშირი გულთა შორის

ფავორიტებში დამატება
დიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი
ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი.
მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვენი მთისა და გორის,
ჩვენ რუსთაველმა გვითხრა: კავშირი გულთა შორის!

ყოს ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი,
რომ მიარღვევდეს ბურუსს გაკაჟებული მკერდი.
ვერავინ დამარცხოს მგრძნობი მიზანის სწორის,
მარადჟამს მზინია კავშირი გულთა შორის!

კავშირი გულთა შორის! როცა გულს იცნობს გული.
რაა ამაზე უფრო მშვენირი და სრული.
გზა გვქონდეს გამარჯვების არა ერთის და ორის,
ყველაფერს გადალახავს კავშირი გულთა შორის!

ძველო ასპინძის ველო, ძველო ციხეო გორის,
მკერდით გიცავდათ მძლავრი კავშირი გულთა შორის!
მარად სიცოცხლეს უდგა და ისტორიის მდორის
ამფეთქებელი იყო კავშირი გულთა შორის!

უძლეველია ციხე, ბუდე ორბის და ქორის,
რაიც აგო დიდმა კავშირმა გულთა შორის!
დიდო არმია! მძლეა ფიცი ტოლის და სწორის!
კავშირი გულთა შორის! კავშირი გულთა შორის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...რა ღრიანცელში ვიდოდა გემიდაღამდა, ნისლი გადეკრა შარას, ტყეს დეფარა ღამის ბლონდები, მაგრამ გხედავ მთების იარას და უსათუოდ მოგაგონდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026