kids.ge logo

მცხეთიდან

ფავორიტებში დამატება
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ აშენა იმ სიმაღლეს? რა პოტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავირეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

სულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქარობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
სე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმარობას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწვერვალები ახალ მთებისკავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები, ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები. შუაღამე რომ გადვიდა, ერთი ...ბავშვობის დღეებიგაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუ...მაგრამ მე რა ვქნამაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით, ვინც აღტაცება არ ვიცი სრული არც სიყვარული...სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026