kids.ge logo

მგელი

ფავორიტებში დამატება

გალიში
უძლური ვარ, უძლური.
დარდით გავხდი,
არ გეგონოთ ტყული.
მენატრება,
უღრან ტყეში ძუნძული,
ღამღამობით,
მთვარის შუქზე ყმული.
განა მშია?
მაგიტომ ვარ ავადა?
სულ არ მინდა
ეს ხორცი და
ეს ძვლები.
ნეტავ ისევ
ტყეში გამანავარდა...
თავის რჩენას
მე თვითონაც შევძლებდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026