kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...გოგრამე რომ გოგრა დავთესე, თურმე ჩუმად, მალულად ამდგარა და თამრიკოს ბაღში გადაპარულა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026