kids.ge logo

ჩემი ციცუნია

ფავორიტებში დამატება
სოფლად მიდის ჩემი კატა,
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.

იმ წყეულმა წრუწუნებმა
გაწყალეს თურმე გული;
შეჭამეს ხმელი ხილი,
ჩემთვის სხვენზე შენახული.

ცით, მერე რამდენია?
ამრავზე უამრავი.
არხენად დაძვრებიან,
მობეზრეს ყველას თავი.

დარევა ჩემი კატა,
არ მიუშვებს არცერთს ახლოს;
მოსწმენდს და ამოსანსლავს
წრუწუნების სამოსახლოს.

როცა ჩავალ, უნდა დამხვდეს
კაკალი და თხილი ბლომად;
ჩემს ფისოს და დათუნიას
დიდხანს ეყოთ გასაძღომად.

და ამიტომ ამ ჩემს კატას
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისოს კუდიჩემ პატარა ფისოს შევუკერე კაბა, ამოდენა ბაბთი ყელზე გამოვაბი. თავზე დავახურე ამოდენა ქუდი, ვერსად დავუმალ...მივეგებოთ თოვლის პაპას!ზამთარია. არსად არ ჩანს საყვარელი თოვლის პაპა. იქნებ გზაში დაიკარგა, იქნებ ზვავმა გადაყლაპა. იქნებ დიდი ნ...კომში, კომში, კომარაკომში, კომში, კომარა! - მომეც დიდი ტომარა! ბებოს მივურბენინებ, ბებო არ მაწყენინებს. გამომიტანს ჩურჩხელას ...ჯერ გაკვეთილს მოვრჩებიახლოს არ მომეკარო, არ მოხვიდე, ციცია, ვსწავლობ, ვერ ვითამაშებ, დედა დამიფიცია. მზეო, ნუ შემომიჩნდი, ასე რ...ბურდღუნა დათვიდაბურდღუნებს დათვი, თურმე სტკივა თათი. -ასე დიდი თათუნა რამ გატკინა, დათუნა? იქნებ თოვლმა მოგისუსხა, იქნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026