kids.ge logo

ავად გახდა ხუთიანი

ფავორიტებში დამატება

ხუთინი ავად გახდა,
დატრილებს თავზე ანა.
დაკარგა სნეულს მადა
და ოთხიანს დაემგვანა.
დასიცხულს და უჭმელს-უსმელ
კითხვის თავი ჰქონდა განა?!
წია სიცხემ ისევ,
გადაიქცა სამიანად.
- დავიღუპე, ვაი, დედა! -
აღვარღვარებს ცრემლებს ანა. -
ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ,
უნდა იქცეს ორიანად.
- ალო! - ექიმს უხმობს ანა,
გევედრებით, მოდით მალე!
ვადა მყავს ხუთინი,
მომირჩინეთ, დამეხმარეთ! -
ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ,
არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს,
თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე!
- რა მოარჩენს?
- წიგნის კითხვა!
- ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! -
ნამ ძილში თვალი ჭყიტა.
- აქა ვართო! - მეგობრებმა
გადმოსძახეს კარადიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...თაგუნიას ჩივილიტირის თაგვი თაგუნა: - ბედმა ეს რა მარგუნა! მართალია, ტყვეობას, როგორც იქნა, გადავრჩი, მაგრამ, ვაი, სირცხვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026