kids.ge logo

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი

ფავორიტებში დამატება

ყოველ დილით ღიღინ-ღიღინ
იჩქარიან სკოლაში
შვიდი და-ძმა მუსიკოსი -
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
დო ყველაზე დაბალია,
ეს ამბავი სულ არ სწყინს,
იმ და-ძმებს ხომ სკოლისაკენ
დო მიუძღვის მუდამ წინ.
მათი სკოლა უცნარი
ნეტავ ახლოს გაჩვენათ,
სე გამხირულდებით,
თქვენც ისურვებთ დარჩენას.
ვილინოს გასაღები
სკოლის კართან დამდგარა,
შიგ კი მოჩანს ხუთი წვრილი
კაფანდარა ქანდარა.
ქანდარაზე შეგირდები
სკუპი-სკუპით სხდებიან,
ერთი კარგად მოუსმინეთ,
რა ლამაზი ხმები აქვთ!
სხვა და-ძმებიც აქ სწავლობენ,
ამ მხირულ სკოლაში,
მათაც ზუსტად ასე ჰქვიათ:
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ხმაწკრილა ვილინო
სალმება პატარებს.
ჟურნალს გაშლის და გაკვეთილს
სულ სიმღერით ატარებს.
ადგილი თუ დავალება
ყველასა აქვს თავისი,
ბეჯითობენ და საღამოს
შინ მიდიან ხალისით.
ახლა და-ძმებს წინ მიუძღვის
სი - ყველაზე მაღალი,
კან რე და დო მიჰყვებათ
დოლითა და ნაღარით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარდი ბიჭიგასწორებულ ლოგინზე სკუპ, ფუმფულა ბალიშო! დონდლო ბიჭი კი არ ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ!...ახალი ქოლგამზე პირს იბანდა, მზია და გოგი გარეთ გავიდნენ ახალი ქოლგით. სადრბაზოსთან შეჩერდა მზია: -ქოლგის გახსნა რომ ...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026