kids.ge logo

დათოს ქუდი

ფავორიტებში დამატება

დაკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს.
იგვინებს დათო ბაღში,
მოღუშა პირისახე.
არ იცოდა, რაღა ექნა,
რადგან ქუდი არსად ჩანდა,
ადგა დათო და წვიმაში
თავშიშველა წაჩანჩალდა.
ბოლოს ქუდი ბებომ ნახა
მიგდებული საწოლს უკან,
ტკბილი ძილის მოყვარული
შიგ ხვრინავდა დათოს ცუგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...სიმღერა წიგნზეხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხ...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...სექტემბერი რას მღერისცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026