kids.ge logo

სიმღერა წიგნზე

ფავორიტებში დამატება
ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის ისა.
მთიდან წყარო მოიმღერის
დელი-ოდელისა.
ძია კომბლემ მწვანე სერზე
ცხვარი ჩამოტარა.
- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! -
თხოვს მერცხალი პატარას.
ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
მთები გადინადირა.
ხუთკუნჭულამ გვახარხარა
და შვლის ნუკრმა გვატირა.
წიგნის მადლით შევიყვარეთ
კაკი და ილია,
მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
ვსვამთ და არ დაილია.
შრიალ-შრიალ ფოთლებია,
თუ ფიფქები ფანტელა!
ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
გია, თამრო, ნათელა...
მის ჯადოსნურ სილამაზეს
ერთხელ ვინც ეზირა,
ყველამ გულით შეიყვარა
წიგნი ფურცლებშრილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყეშისადღაც დათვი დაბანდალებს, დათვი თაფლით გამომთვრალი. სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს, სადღაც ბრწყინავს წყარ...ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026