kids.ge logo

მერის თვალებით

ფავორიტებში დამატება
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დადო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.

გადაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამობუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...უცებ შემკრთალი ღამეცა ვარსკვლავების ქვიშით ველებს ეცემა ნამი... გაყინულია შიშით უცებ შემკრთალი ღამე. უცებ შემკრთალი ღამე უახ...მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვებიმიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026