kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გვახარებდა გუნდაბა,
გულს გვიტკბობდა თოვლის ხვავი,
თოვლი დადნა, დრო დაგვიდგა
უფრო კარგი სანახავი.

ტყები და ველ-მინდვრები
მწვანე ფარჩით შემოსა.
გაზაფხულო, გაზაფხულო,
გვიხარია შენი მოსვლა.

ვაზი სითბოს ლხენით ხვდება,
ყინვისაგან დაზაფრული.
დღეს მერცხალმაც გაიქროლა,
მოგვახარა გაზაფხული.

ვფიქრობ, უფრო მშვენირი
სხვა ფრინველი არ იქნება!
ქვებს არ ვესვრი, კარგად მახსოვს
ძია შიოს დარიგება.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026