kids.ge logo

არწივის ბრძანება #1

ფავორიტებში დამატება

სულით, ხორცით და ბუმბულით
პოტი იყო ბულბული.
გადაკიდა წეროო,
ლექსი მე უნდა ვწეროო.
ეს რომ გაგო ვარდმაო,
გადაიყოლა დარდმაო.
ეს რომ შეტყო არწივმა,
თვალთაგან რისხვა აწვიმა
ბრძანა: - მომგვარეთ სულელი,
ვარდს დაუბრუნოს სურნელი,
თან გადაცით წეროსა,
არც წეროს, არც იმღეროსა,
თორემ ფრთასა და ბუმბულსა
გავაცლი ღერო-ღეროსა,
წერომ ბაყაყებს მიხედოს,
ლექსი ბულბულმა წეროსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...ფისოფისუნია, ფისო, არვინ გაჭმევს ტკბილსო, ცალი თვალი ნუშს მიგიგავს, ცალი - მწვანე ღილსო. დედა ამბობს: - წუწკი...სათვალებები, როგორ დავიჯერო, რომ სათვალე კარგია, იმ დღეს ვცადე, გავიკეთე, არაფრად არ მარგია. ვეღარც ფისო დავინახ...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026