kids.ge logo

ტყის ზღაპარი

ხალხური

ფავორიტებში დამატება
პატარა ხეს დიდ ხემ უთხრა:
„აღარა მსურს მე ხე მერქვას,
ვინც არ გინდა, მესტუმრება
და უგულოდ მაცლის მერქანს;
გერ კიდევ, იმ კაცს ხედავ,
ღია ხელში ცული,
გვჭრის და გვჩეხავს უმოწყალოდ
ტყეში სამტროდ შემოსული“.
აქ დიდმა ხემ ნაღვლინად
პასუხა ხეს პატარას:
„იმ ცულს თავი რკინისა აქვს,
ჩვენისთანა ხე აქვს ტარად;
ჩვენი მოძმე ჩვენ გვღალატობს,
მძლავრს სურს სუსტზე გაბატონდეს.
რას დაგვაკლებს ჩვენ ის კაცი,
ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს?“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიაგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში რომ დგას ასე ობლად, კენტად, გაზაფხულმა გააცოცხლა, ყვავილებით გადაპენტა. იამ გული...მიყიდეისე ვერ გამოვსულვარ მე შიგნიდან გარეთა, რომ არ ამეკვიატო გულსაკლავად, მწარედა. ისე ვერ გამივლია მაღაზიის ...ახლოვდება გაზაფხულიახლოვდება გაზაფხული, ზამთარს წასვლა ეძნელება, სხივდაკრული სიხარული გაიშალა ენძელებად. დღემ საგრძნობლად მო...ნაძვის ხეონაძვის ხეო, ნაძვის ხეო, ლამაზო და მშვენიერო, როგორ მინდა შენს გარშემო ვიცეკვო და დავიმღერო! თბილ ოთახში მ...მოხუცის დარიგებამატყუარას, ფლიდს და ორპირს ნუ გაიხდი თანამგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაგყვება გულში ჯავრად. ვიდრე ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026