kids.ge logo

ოღონდ შენ გამიღიმე

ფავორიტებში დამატება
ღონდ შენ გამიღიმე და,
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.
ღონდაც ისე გამათბე,
წუთი არ მქონდეს ერთფერი,
გულს სანთელივით ავანთებ
და შენთვის დავიფერფლები.
დიდხანს გეძიე,
გიპოვე,
ჩემო ფიქრო და ოცნებავ,
ახლა ამ ლექსის სტრიქონებს
შენს სულში უნდა მოძებნა.
თურმე რა ახლოს ყოფილხარ
ჩემდა გულგასახარადა:
`ირემო, მთასა მყვირალო~,
შენთვის ჩამოველ ბარადა.
ღონდ შენ გამიღიმე და
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...ვის რა უყვარს- დათუნიას თაფლი მოსწონს და ტყე-ღრეში დანდალი. - ფისუნიას რაღა უყვარს? აბა მითხარ მართალი? - ჭყინტი ყველი...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026