kids.ge logo

კრუხი

ფავორიტებში დამატება
ახლოს მისვლას არ დამაცლის,
კივლებს და იწივლებს,
თითქოს რამეს ვუპირებდე
თავყვითელა წიწილებს.
ეს რა ავი კრუხი არის,
როგორ შემომაფრინდა!
მის შემდეგ მე მაგასთან
ლაპარაკიც არ მინდა.
შენიო წიწილები,
თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
სანამ კრუხს არ მომაშორებთ,
არავისი არ მჯერა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026