kids.ge logo

პატარა ნიკოლოზის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა!..

მტრის გადამწვარ ჩემს ნიქოზში
თურმე კერა გაცივდა!
ჩემს მზიან საქართველოში
სისხლის წვიმით გაწვიმდა.

მტრის წართმეულ ჩემს სოხუმში
სხვა ნებივრობს მზის სხივით!
დატრიალდა ჩემს მამულზე
დღეს ბორბალი წისქვილის.

მტრის დაცხრილულ გორის ციხეს
სიკეთედ სდის მირონი,
თავს გვახსენებს წინაპართა
„საქმენი საგმირონი“.

მტრის დაჩეხილ საქართველოს
სევ ეწვის ჭრილობა,
მისთვის თავის განწირვა
ახლა დიდი გმირობა!

მტრის წართმეულ ჩემს ქსუისში,
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ექიმი უნდა გავხდეო...ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა...ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...ელვაელვა წამით ცისკიდურს გადაევლო ხაზებად, აგვიტირდა ნათია, ციცქნა, ცისფერთვალება: - ცა გაიჭრა ორად და ხომ არ...საახალწლოახალი წელი ნიკაა, თოვლის ბაბუა - ანდრია, ფიფქია - ციცქნა თამუნა იღვიძებს დილაადრიან. - ჩქარა ჩაიცვით, ბიჭ...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026