kids.ge logo

პატარა ნიკოლოზის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა!..

მტრის გადამწვარ ჩემს ნიქოზში
თურმე კერა გაცივდა!
ჩემს მზიან საქართველოში
სისხლის წვიმით გაწვიმდა.

მტრის წართმეულ ჩემს სოხუმში
სხვა ნებივრობს მზის სხივით!
დატრიალდა ჩემს მამულზე
დღეს ბორბალი წისქვილის.

მტრის დაცხრილულ გორის ციხეს
სიკეთედ სდის მირონი,
თავს გვახსენებს წინაპართა
„საქმენი საგმირონი“.

მტრის დაჩეხილ საქართველოს
სევ ეწვის ჭრილობა,
მისთვის თავის განწირვა
ახლა დიდი გმირობა!

მტრის წართმეულ ჩემს ქსუისში,
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეკვლე ვარ!..თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფ...ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...პატარა მათემატიკოსიანგარიშობ მთელი დღე, სულ ციფრები, ციფრები, პასუხს ეძებ? ნუ დარდობ, დაიხმარე ჩხირები, ვაშლები და კაკლები, ...ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026