kids.ge logo

„დიპლომატი“

ფავორიტებში დამატება
აქ სანდრიკას მეძახიან,
მოსკოვში კი - სანიას,
გვარი კიდევ ორმაგი მაქვს,
ყველას უკვირს ძალიან.

მამაჩემი რუსია და
დედაჩემი - ქართველი,
ახლა მიხვდით, რატომაც მაქვს
გვარიც ორი, სახელიც?

იქნებ ერთად მიპასუხოთ,
რატომ ვერ გამიგია,
თბილისიდან მოსკოვში რომ
კივიდან მივდივარ...

არც თქვენ იცით? დამაცადეთ,
დიპლომატი გამოვალ,
მოსკოვიდან ჩემს თბილისში
სულ პირდაპირ ჩამოვალ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ექიმი უნდა გავხდეო...ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა...ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...* * *საწნახელში ნიკა დგას, ფეხის წურავს რქაწითელს, ანდრო ტკბილი ბადაგის ქვევრში ჩასხმას დაიწყებს. ბებო ავლებს ...იუბილარისამი წლის გახდა რეზიკო, საქმე როდია ადვილი, ვარსკვლავებს ეთამაშება, ვარსკვლავბიჭუნა ნამდვილი. ლექსიც ისწა...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026