kids.ge logo

ვაშლი და შაქარა

ფავორიტებში დამატება
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო სამო და ნელი.

დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრილით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026