kids.ge logo

ბადი ბელი

ფავორიტებში დამატება

გალიში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,
მოიყვანეს ტყიდან იგი,
გაყინული, - სულ მთლად სველი,

თოვლმა როცა მთა და ბარი,
უხვად, თეთრად გადაპენტა,
დედა მოკლეს და დათუჩა,
დარჩა უღრან ტყეში კენტად.

ბევრი, ბევრი იზლუქუნა,
ცრემლი ჰყარა დიდი ხანი,
განშორების სევდამ სძლია,
გულს მოაწვა კაშანი,

ძუნძულა აქეთ იქეთ,
და ფუღურო ნახა ხეში,
ლადო პაპამ იქ იპოვა,
იყვანა ბელი ხელში.

მთელს ზოპარკს ცრემლები სდის,
ოხრავს მგელი, - ტირის სპილო,
ვაზაც კი აკრუსუნდა,
ლომი ბღავის, - „ვაი შვილო!“

ვეფხვები და აქლემები
ყველამ, ვინც კი ბელს შეჰხედა,
ამშვიდებენ: „გენაცვალე,
ჩვენ ვიქნებით შენი დედა.“

უგზავნიან საჭმელებსა,
ზებრები და ბაჭიბი,
ბანანებს არ იშურებენ,
მაკაკები - პრანჭიბი.

სიყვარული სუფევს ირგვლივ,
მზრუნველობა მისბაძი,
სახელიც კი მოძებნეს,
და დაარქვეს იმ ბელს „ბადი.“

ბავშვებმაც კი შეიყვარეს,
ბადუნია მურა დათვი,
და ყოველ დღე მიაქვთ მასთან,
ორცხობილა, შოკოლადი.

და მიირთმევს ჩვენი ბელი,
გამოგზავნილ ყველა ნობათს,
არ ცუღლუტობს და არ ცელქობს,
იმსახურებს ცხოველთ ნდობას.

ყირამალა კოტრილებს,
აღმოაჩნდა ცირკის ნიჭი,
თუთუყუში იმერებს,
ბადიაო კარგი ბიჭი,

რამდენია ქვეყნად ბავშვი,
ისე,როგორც ბადი ბელი,
მოვალე ვართ დავეხმაროთ,
გავუწოდოთ ობლებს ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026