kids.ge logo

ოქროს კბილი

ფავორიტებში დამატება
პირველკლასელ გვანცას,
გუშინ ადრე დილით,
საუზმის დროს მოძვრა,
თურმე წინა კბილი.

ცოტა სისხლიც რომ ნახა,
სულ წაუხდა ნირი,
დაამშვიდა ძამიკომ,
სატირლად აღერღილი.

თორნიკემ დას მიმართა,
სულ ტყულად სტირიო,
ჩვენი საბძლის თაგუნას,
გაუცვალე კბილიო.

ჩერდაკზე რომ ააგდეს,
ათქმევინა თოკომ,-
„თაგვო, ცუდი კბილი შენ,
გადმომიგდე ოქრო!“

ძმა მალულად იცინის,
და თავისთვის მღერის,
გვანცა საბძლის ძირში ზის,
და ოქროს კბილს ელის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხაჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...მგელი და კრავიერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026