kids.ge logo

ეკლიანი მეგობარი

ფავორიტებში დამატება

ტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი,
მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი.

დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი, ცელქი, მარდი,
სულ თამაში უნდება,არაფრის აქვს დარდი.

თაგვმა უთხრა წრუწუნამ:-ეკალი რომ გაცვია,
არ გიხდება გაიძვრე,წამო ვჭამოთ ქაცვია.

ნუ დაგვჩხვლიტე ზღარბუნა,მეგობრები ჩივიან,
რავინ ეკარება, სიმწრისაგან ტირიან.

დარდობს ნეტავ რად გავჩნდი ,ეკალა და ბუსხუნა,
თაგუნია გაექცა, ყველამ წაბუზღუნა.

დარჩა მარტოდ მტირალი, მეგობარი არა ჰყავს,
ბაყაყი ხტის,ყიყინებს,თხუნელა კი მიწას ხრავს.

გახადა სამოსი,დაუბერა ნიავმაც,
ეს სიგრილე დაჩიკოს ,მართლაც ძლიერ ემა.

ი ქურქიც გავიძვრე, ხელს შემოჰკრა ხელი,
დაიბრუნა ზღარბუნამ,მეგობრები ძველი.

ძალზედ კარგად გაერთო,-ოფლისაგან სველი,
მიდგა წყაროს ანკარას,- გაიცივა ყელი.

ძმაკაცებმა ჭადრისა ,წაფარეს ფოთოლი,
ზღარბი ავად გამხდარაო, ატყდა ტყეში ჩოჩქოლი.

ციყვმაც ხიდან ისკუპა,მოტანა თხილი,
გასატეხი კი არა,- უკვე გატეხილი.

ცებ ცაზე გამოჩნდა ის მერცხალი ფრთამალი,
თურმე ჩამოტანა,სხვა ქვეყნიდან წამალი.

სად იყო და სად არა, გაჩნდა იქვე კალია,
მეგობარი არ გიყვართ!- ეს სულ თქვენი ბრალია.

იმ ყრანტალა ყვანჩალამ,ხის ტოტიდან დასჩხავლა,
ყლაპა სიცხის წამლები, ზღარბმა სულ მთლად დაცალა.

მეგობრები კი მიხვდნენ,იგრძნეს დანაშალი,
დარცხვენილნი უვლიან და შეწყვიტეს ხმარი.

დაფაცურდა კურდღელი, მოტანა ქურქი,
და ჩააცვეს დაჩიკოს, გახდა როგორც ბურთი..

უთხრეს:--ძლიერ გვიყვარხარ მეგობარო ზღარბუნა,
და ისეთიც გვინდიხარ, რაც შენ ბედმა გარგუნა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026