kids.ge logo

ოპუნცია კაქტუსი

ფავორიტებში დამატება
ყვავილნარის კუთხეში,
ვანზე კატოსი,
დგას უჩუმრად, ბუსხუნა,
პუნცია კაქტუსი.
ამ კაქტუსს დაუსვა,
უცნარი შეკითხვა:
მეგობარო მინდოდა,
შენთვის ადრეც მეკითხა.
ლამაზი ვარ ლურჯთვალა,
ლურჯი კაბაც მაცვია,
შენ ასეთი მკბენარა,
ღმერთმა რაღად გაქცია?
კაქტუსი კი ჩაფიქრდა,
მოუშვა სლუკუნი,
ჩამოყარა ყურები,
დადგა მისთვის უკუნი.
უნდა მასაც რომ იყოს,
სავით ლამაზი,
მასაც ჰქონდეს ყვავილნი,
ეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაწყობა,
შეიმშრალა ცრემლები,
ალუღლუღდა:-ჩემს კატოს,
ვიცავ, თავზე ვევლები.
ვინმემ არ აწყენინოს,
არ ატკინოს გული,
მტერთათვის მაქვს ეკლები,
მუდამ მიმართული.
იმ კაქტუსის გულში კი,
ერთი ნატვრა ბუდობდა,
და ღმერთს ეხვერწებოდა,
ყვავილობა უნდოდა.
თითქოს ღმერთმაც უსმინა,
და ერთ დილით სისხამზე,
გაიღვიძა, და იგრძნო,
ყვავილია მის თავზე.
გამოფხიზლდნენ ენძელა,
შროშანი და ია.
კაქტუსს ეს რა ლამაზი,
კვირტი ამოსვლია?
ყველა შურით აივსო,
ორქიდეა, ტიტა,
ლილიამ კი სიბრაზით,
ტუჩი მოიკვნიტა.
ი კატოც მოვიდა,
შეკრა იის კონა,
პუნციას ყვავილი,
ძლიერ მოწონა.
შექო, მიფერა,
სხვანი გააწბილა,
მიხაკებს და ვარდებს შუა,
მიჩინა ბინა.
სილამაზით ამაყობს,
ვანზე კატოსი,
თავზე დიდი ყვავილით,
პუნცია კაქტუსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026