kids.ge logo

მდინარე

ფავორიტებში დამატება
მთის კალთებიდან ეშვება,
წყარო სუფთა და ანკარა,
გზაში იზრდება,დიდდება,
ის წყარუკელა პატარა.

მთას ვერ ელევა,არ უნდა
ბრდღვინავს, ღრილებს და ტირის,
კლდის ცრემლებითა ივსება,
ის პაწაწინა მთის შვილი.

ბარში დუდუნებს,ბუტბუტებს,
თითქოს დაჰკარგა ძალაო,
ხმა ჩაწყდა და მიჩუმდა,
და ძლიერ დაღალაო,

მის მოლივლივე ტალღებში,
თევზებმა შეჰკრეს კამარა,
ლოდებს ვერ აკოტრილებს,
დარჩა ის თევზთა ამარა.

ღამით დაჰნათის მთვარე და,
ნაზი ხმით უმღერს მასაო,
შეჩერდი, დაღუპები,
შეერთდები ზღვასაო.

მდინარე ჩუმი დუდუნით,
მიმართება ნარნარით,
ნახოს მუდმივი სავანე,
თვის ოქროს თევზთა ამალით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...რთველირთველი არის ჭიკაანში, გააჩაღეს მარულა, ფოთლებიდან მტევნები, გვიცქერიან მალულად. ალმურ ასდით სიმწიფით, კრე...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026